მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Qualcomm-მა ახალი თაობის პროცესორები წარადგინა | TECH INFORM

Qualcomm

ნახევარგამტარების მწარმოებელმა გიგანტმა, Qualcomm-მა ახალი თაობის პროცესორები წარადგინა. პირველი პროდუქტი სმარტფონებზე გათვლილი Snapdragon 8 Gen 3-ია, რომელიც ფლაგმანურ მოწყობილობებზე გათვლილი პროცესორია.

ის წინამორბედთან შედარებით 30%-ით უფრო სწრაფი CPU-თი, 25%-ით უფრო მძლავრი გრაფიკული ბარათით (GPU) და 98%-ით უკეთესი NPU-თი, ანუ ხელოვნური ინტელექტზე ორიენტირებული პროცესორით არის აღჭურვილი.

თავად მიკროჩიპი 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიას ეფუძნება, განსხვავებით Apple-ისა, რომელმაც წელს A17 Pro სერიის პროცესორებისთვის 3-ნანომეტრიანი არქიტექტურა აირჩია. Qualcomm-ის განმარტებით, 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგია ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მასზე გადასვლა ჩიპების წარმოების პროცესს მნიშვნელოვნად გააძვირებდა, სიმძლავრეში ცვლილება კი მინიმალური იქნებოდა.

Snapdragon 8 Gen 3-ს 4K რეზოლუციის გამოსახულების მხარდაჭერა 60 FPS-ზე შეუძლია; 8K რეზოლუციის კონტენტის კი - 30 FPS-ზე, რაც პერსონალური კომპიუტერის სიმძლავრის ტოლფასი მაჩვენებელია.

Qualcomm-ის ახალი პროცესორით Samsung-ის, Xiomi-ს, OnePlus-ის და სხვა კომპანიების უახლესი ფლაგმანური სმარტფონები აღიჭურვებიან.

მეორე პროდუქტი, რომელიც Qualcomm-ის პრეზენტაციაზე წარადგინეს, პერსონალურ კომპიუტერებზე და ლეპტოპებზე გათვლილი პროცესორი, X Elite-ია, რომელმაც კონკურენცია Intel-ის, Apple-ის და AMD-ის პროცესორებს უნდა გაუწიოს.

საჯარო პრეზენტაცია აღინიშნა, რომ X Elite-ს 50%-ით უფრო მეტი გამოთვლითი სიმძლავრე აქვს, ვიდრე Apple M2-ს და ის ერთბირთვიანი დავალებების შესასრულებლად 30%-ით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე M2 Max-ის ტიპის პროცესორი.

X Elite-ის სერიის პროცესორებს, სავარაუდოდ, Asus-ის, Acer-ის, Lenovo-ს და Dell-ის უახლეს კომპიუტერებში ვიხილავთ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები