მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუჩაში 190 000 ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაც ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს- ”გრინვეი”

62c87b8ca58b6
ალა ისპირიანი
09.07.22 00:14
960
კომპანია ”გრინვეის” გენერალური დირექტორის თქმით, დღეს ტექინსპექტირების გაუვლელად ქუჩაში 190 000 ავტომობილი გადაადგილებდა. ვახტანგ ებიტაშვილი გადაცემა "საქმის კურსში აცხადებს, რომ საუბარია იმ ავტომობილებზე, რომლებსაც ადრე გავლილი აქვთ ტექინსპექტირება, თუმცა დღეს ვადაგადაცილება აქვთ.

„ტექინსპექტირებაზე 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა იყო, თუნდაც 2021 წელთან მიმართებაში, რომელიც მაღალი მომართვიანობით ასევე არ გამოირჩეოდა. თუმცა დინამიკა მზარდია და ივნისი-ივლისში გამოცხადების პროცენტი გაცილებით მაღალია, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ დავეწიოთ შარშანდელი წლის მაჩვენებელს და 2022 წელი მნიშვნელოვანი ზრდით დავხუროთ.

ჩვენი დაკვირვებით და კვლევებით, დღესაც კი დაახლოებით 190 000 ავტომობილი ქუჩაში ტექინსპექტირების გაუვლელად გაადვილდება. საუბარია იმ ავტომობილებზე, რომლებიც ფიქსირდებოდნენ ტექინსპექტირება გავლილებად და დღეს ვადაგადაცილებაში არიან. ეს არის 2021 წლის და 2022-ის პირველი ექვსი თვის მონაცემი", - განაცხადა ებიტაშვილმა „საქმის კურსში“. 

აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის მფლობელებისთვის ჯარიმის ზრდა იგეგმება. ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე ინიცირების პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები