გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი, დედაქალაქში იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც ეს შეზღუდვა გაგრძელდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვის უბნის დასახლების IIა, IV, IX, X კვარტალების (ნაწილობრივ), ზღვის უბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტალების (ნაწილობრივ), ზღვის უბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV, V კვარტალების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე ამირანაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, სადმელის, ვასილ კაკაბაძის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, სამოცდამეშვიდე, ველისციხის, ურეკის, შატილის, აბანოს, აბაის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქუქჩიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, ხვანჭკარის, ტყიბულის, საჩხერის, დომენტი ჟღენტის, რამაზ ჩხიკვაძის, რჩეულიშვილის, ზღვის უბნის, გიორგი ბოთერაშვილი, ცოდნისკარის და გიორგი ირემაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და ავშნის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.