თელასის ინფორმაციით, გასულ წელს ინვესტიციების მოცულობამ ქსელზე ახალი მიერთებების ჩათვლით 160 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც 250%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამას გარდა, „თელასმა“ 3,757 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,5% აღემატება 2023 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4%-ით გაიზარდა და 780,7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 699,1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 81,6 ათასი – იურიდიული პირი.
2024 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 153 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით (299 კმ-ით) აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს (6 854 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.