მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დენი
02.04.24 09:26
446

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს - 2 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება:

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, შირაქის, დოესის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ზინდისის, გარეკახეთის, წინანდლის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ქვის სახლის, გეზათის, გუჯარეთის, მელაანის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, გვენცაძის, საბანაკოს და უშაკოვის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ტაბახმელის, ხარფუხის, შუშინის, ცურტაველის, ალგეთის, ფაბრიკის, გრიშაშვილის, ხონელის, სოღანლუღის, ფირდოუსის, ნიშნიანიძის, ირგვლივის, სანაპიროს, საადის, აბანოს, სამღებროს და ბოტანიკურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ტაბახმელას, ხარფუხის, შუშინის, ცურტაველის, ალგეთის, ფაბრიკის, გრიშაშვილის, ხონელის, სოღანლუღის, ფირდოუსის, ნიშნიანიძის, ირგვლივის, სანაპიროს, საადის, აბანოს, სამღებროს და ბოტანიკურის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ონიაშვილის, ამბროლაურის, ნუცუბიძის, ჭილაძის, კანდელაკის, ქართველიშვილის, იონა ვაკელის, ტაშკენტის, გურამ ფანჯიკიძის, გამრეკელის, მიცკევიჩის, შმიდტის, ბურძგლას და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.