სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს 13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს.
შეზღუდვა, თბილისის სამი რაიონის კონკრეტული ქუჩების მცხოვრებლებს შეეხებათ:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს აღმართის, საქანელას, სანაპიროს, ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ავთანდილის, მეფე მირიანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, სანაპიროს, მერაბ კოსტავას და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის და ირინე სხირტლაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, გაგრის, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.