მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება
24.05.24 08:20
1681

თბილისში, დღეს - 24 მაისს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მოსახლეობასაც შეზღუდვა შეეხება. ეს ქუჩებია:

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, ისპაჰანლის, დიდი ხეივნის, გულუას, კალანდაძის, ნადიკვარის, სოლომონ მეორეს და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიახვის, ნაგომარის და ჟინვალის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოჟიოს, მიროტაძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, კვაჭაძის და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შორაპნის, აწყურის, კოშკოვანის, ძევერის, ლოსაბერიძის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აბაშვილის, გახოკიძის, ბერიაშვილის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ქებურიას, დავითაშვილის და ხვედელიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის და ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები