მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"07:00 საათზე გამოვდივარ სასტუმროდან, რათა “კომენდანტის საათამდე” ბევრი მოგონება დავაგროვო” - უკრაინელი ტურისტი

60885f813d6d1
მარიამ ადამია
27.04.21 23:45
1804
დედაქალაქის ქუჩებში ტურისტები უკვე გამოჩნდნენ; მათი უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან არის ჩამოსული. როგორც BMG-სთან საუბარში აღნიშნავენ, სასტუმროდან სპეციალურად დილით ადრე გამოდიან, რათა დროულად მოასწრონ ქალაქის დათვალიერება და უკვე 21:00 საათისთვის ანუ ვიდრე "კომენდანტის საათი" დასრულდება, სასტუმროში დაბრუნდნენ.

„რამდენიმე დღეა რაც ჩამოვედი და იმის გამო, რომ მინდა, ყველაფრის დათვალიერება მოვასწრო, წინასწარ ვჯავშნი და დილიდან ვგეგმავ აქტივობებს. მაგალითად, დილის 07:00 საათზე გამოვდივარ და ვცდილობ, 21:00 საათამდე მაქსიმალურად ბევრი მოგონება დავაგროვო. გუშინ მცხეთა მოვიარე, დღეს, ზუსტად ახლა მოვრჩი ქალაქის დათვალიერებას ავტობუსით, გიდთან ერთად. ხვალ დილიდანვე დაგეგმილი მაქვს აბანოებში ვიზიტი. მინდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების ნორმებს ყველა მაქსიმალურად იცავს, შენობაში გვიზომავენ სიცხეს, შეძლებისდაგვარად დაცულია დისტანცია და მართალია კარგი იქნებოდა ცოტა მეტი დრო გვქონოდა დღის განმავლობაში, მაგრამ ასეც ვახერხებთ მოგზაურობას“, – ამბობს ტურისტი, რომელიც უკრაინიდან  საქართველოში სამოგზაუროდ ერთი კვირით არის ჩამოსული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 55 907 ვიზიტი განხორციელდა. მათ შორის 51 255 ტურისტული ვიზიტი იყო. 2020 წლის მარტთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების ცვლილება - 64.4% იყო. საერთაშორისო ვიზიტორების 82.4% ევროპიდან შემოვიდა, 1.1% – ამერიკიდან, 2.5% კი – წყნარი ოკეანის აუზის ან აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, იმ შესაძლებლობასთან ერთად, რომ წელს ტურიზმი მეტ-ნაკლებად აღდგეს, არსებობს იმის საფრთხეც, რომ მათმა რაოდენობამ შარშანდელის მაჩვენებელსაც კი ვერ მიაღწიოს ანუ მართალია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ 2020 წელს ტურიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდი წელი უწოდა, მაგრამ ახლახან ისიც განაცხადა, რომ 2021 წლის პროგნოზები გაუარესდა. მიზეზი ვაქცინების წარმოების ნელი ტემპი და ვირუსის ახალი შტამების გავრცელებაა, რომლის გამოც რამდენიმე ქვეყანამ რეგულაციები კვლავ გაამკაცრა. მათ შორის საქართველოშიც არის საუბარი მესამე მოსალოდნელ "ლოქდაუნზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები