მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი განვიხილეთ" - ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

6489ec49a27fe
BM.GE
14.06.23 20:42
511
ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის.

„ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები