მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"15 ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყო სამუშაოები, რათა მალე დავამთავროთ" - მერია წერეთლის გამზირზე

6440f7f42e8ac
თათია ჩაფიჩაძე
20.04.23 12:47
3641
დღეიდან წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა. როგორც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, პირველი ეტაპის სამუშაოები 4 თვეში დასრულდება, ჯამურად კი წერეთლის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში, ხიდის კი 6 თვეში, ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

„დღეს დავიწყეთ სამუშაოები როგორც წერეთლის გამზირზე, ისე შალიკაშვილის სახელობის ხიდზე. სატრანსპორტო შეზღუდვა ნიშნავს, რომ ნახევარ წერეთლის გამზირსა და ნახევარ ხიდზე შეიზღუდა მოძრაობა. ეს ჩაკეტილი მონაკვეთი დაახლოებით 4 თვეში გაიხსნება და შემდეგ უკვე მეორე მხარე შეიზღუდება. საერთოდ პროექტის დასრულებას ვვარაუდობთ 2024 წლის იანვარში, რაც შეეხება ხიდს, 6 თვე აქვს ვადა და ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

15 ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყო სამუშაოები, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავროთ, თუმცა სხვა მასშტაბური პროექტების მსგავსად, აქაც ბევრი სხვა კომპანია მუშაობს, „GWP,“ „თელასი,“ „მაგთი,“ ასევე ჩვენი კონტრაქტორები, რომლებმაც საგზაო და სანიაღვრე სამუშაოები უნდა განახორციელონ, ამის გამო სჭირდება სამუშაოებს ამდენი დრო.

კარგი პერიოდი ჩვენი სამუშაოებისთვის ყოველთვის არის ზაფხული, თუმცა ისეთი მასშტაბური პროექტი როგორიც არის წერეთლის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 8 თვეა საჭირო, როცა არ უნდა დავიწყოთ ზაფხულის გარდაც სხვა სეზონებზეც გვიწევს მუშაობა. გასაგებია, რომ ეს დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა სხვანაირად ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ჯდება 28,4 მლნ ლარი, ხოლო ხიდის 4, 2 მლნ.“ - განცხადა აბუთიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები