მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"18 მაისიდან მუზეუმების კვირეულს გავმართავთ“ – „მუზეუმების გაერთიანება“

6462055b42776
ნანუკა ნარიმანიძე
15.05.23 20:32
553
„მუზეუმების გაერთიანება" 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს მუზეუმების კვირეულს გამართავს" - ამის შესახებ გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენი ვიზიტორებისთვის ბევრი საინტერესო სიახლე და სიურპრიზი გვაქვს. მუზეუმებს არა მხოლოდ შემგროვებლობისა და დაცვის ფუნქცია, არამედ მსოფლიო წესრიგსა და მთავარ ამოცანებში აქტიური როლი ენიჭებათ, სწორედ ამიტომ,გვექნება საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც სპეციალურად 18 მაისისთვის შეიქმნა, - განმარტა მან.

ამასთან, 18 მაისს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში აუდიო გიდების ქართულ-ინგლისური ვერსიის წარდგენა გაიმართება.

„ეს სრულიად ახლებური აუდიო გიდებია, ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული აუდიო ტექსტისა და თხრობის მოსმენა“, - დასძინა გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში გაიმართება სარესტავრაციო ლაბორატორიისა და ბარათაშვილის გამოცემების პრეზენტაცია.

ცნობისთვის: „თბილისის მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლის დაარსდა, შემადგენლობაში 9 მუზეუმი და 11 მნიშვნელოვანი შენობაა გაერთიანებული. 2023 წლის ევროპის წლის მუზეუმის [European Museum of the Year Award, EMYA] დაჯილდოებაზე, კატეგორიაში - სპეციალური აღნიშვნის პრიზი - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმმა გაიმარჯვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები