მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022-ში დატვირთულობა 30%-ით გაგვეზრდა" - სასტუმრო "ყვარლის ტბა"

6344fd08c8d58
მარიამ იზორია
16.10.22 15:20
811
კახეთში მდებარე სასტუმრო “ყვარლის ტბას” 2022 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, გასულ წელთან შედარებით დატვირთულობა 30%-ით გაეზარდა.

როგორც bm.ge-სთან სასტუმროს გენერალური მენეჯერი მაია პატარავა აღნიშნავს, “ყვარლის ტბამ”, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს უმასპინძლა. ტურისტების აქტიურობა კი მაისიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება.

“2022 წელს კახეთის რეგიონი საკმაოდ დატვირთული იყო, სიტუაცია ტურიზმის მხრივ ცალსახად გაუმჯობესებულია, მიზეზი პანდემიის დასრულება და ქვეყანაში დიდი რაოდენობით უცხოელი ტურისტის შემოდინებაა.

ჩვენთან ორივე სეგმენტი, უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლები იყვნენ წარმოდგენილები. ვიზიტორებს გემრანიიდან, ლონდონიდან, ავსტრიიდან, ინდოეთიდან ვუმასპინძლეთ.

მონაცემები გასულ წელს, რომ შევადაროთ, 2022-ში დატვირთულობა 30%-ით გაგვეზრდა” - ამბობს “ყვარლის ტბის” გენერალური მენეჯერი.

ინფორმაციისთვის: სასტუმრო-კომპლექსი “ყვარლის ტბა” 2019 წელს გაიხსნა. ის 40 ნომერს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები