აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 34 ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტრამპმა მანჰეტენის სასამართლოში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მოსმენის შემდეგ ბრალდების 34 პუნქტში უდანაშაულობა აღიარა.
ბრალდებები 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზრდასრულთა ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ ფულს უკავშირდება.
შეგახსენებთ: დონალდ ტრამპი დღეს ნიუ-იორკის სასამართლოში საიდუმლო სამსახურის თანხლებით მივიდა. თავდაპირველად ის პროკურატურის ოფისში შევიდა, სადაც პროცედურის მიხედვით, მას ბრალი წარუდგინეს.