მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"50 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, ამ თანხით დანადგარებს შევიძენთ" - "ბადიში"

63088b42d7cd3
მარიამ იზორია
26.08.22 18:50
1400
გურიაში მდებარე აჯიკებისა და საწებლების წარმოება „ბადიში“ ბაზარზე პროდუქტს ახალი შეფუთვებით გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ სტარტაპმა „ჯიტას“ 50 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, აღნიშნული თანხა კი სწორედ ახალი დანადგარების შეძენას მოხმარდება.

„ბადიშის“ დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მომხმარებელი ახალ შეფუთვებს, კერძოდ 50 მლ-იან ერთჯერად შეფუთვაში მოთავსებულ აჯიკებსა და საწებლებს ნოემბრის დასაწყისიდან იხილავს. ამასთან, მისივე თქმით, დაიხვეწება „ბადიშის“ ონლაინმაღაზიაც და ახლა უკვე კურიერული მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

„ჯიტას 50 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, ამ თანხით დანადგარებს შევიძენთ და პროდუქტს ახალი შეფუთვით გამოვუშვებთ. ეს იქნება 50 მლ-იანი ერთჯერადი შეფუთვები, გურული იუმორითა და წარწერებით, რომელშიც „ბადიშის“ ნატურალური საწებლები და აჯიკები იქნება მოთავსებული. საწყისადნ 60 0000 შეფუთვა დამზადდება. ჩვენი ქილის პროდუქტიც დარჩება, ეს ყველაფერ კი „ბადიშის“ ონლაინმაღაზიაში გაიყიდება. ამასთან, ჯანსაღი კვების ინდუსტრიაში შევალთ და პროდუქტი სპორტდარბაზებში, კაფეებშიც გაიყიდება.

რაც შეეხება საწარმოს აშენების გეგმას, ერთი წლის განმავლობაში სტარტაპის განვითარებას დავაკვირდებით და შემდგომ საწარმოს საკუთარი ძალებით ავაშენებთ“ - ამბობს „ბადიშის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის: „ბადიშის“ 8 სახეობამდე პროდუქტი სრულიად ადგილობრივი, გურიაში მოპოვებული, ნედლეულით მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები