მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"50 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებაა დაგეგმილი" - "აჭარა ჯგუფი"

636758855db3a
მარიამ იზორია
06.11.22 11:48
1800
"აჭარა ჯგუფი“ ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. როგორც bm.ge-სთან „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ბერიშვილმა განაცხადა, კომპანია სამი ძირითადი მიმართულების განვითარებაზე იმუშავებს, ესენია: სასტუმროები, ბარ-რესტორნები და სამუშაო-საფესტივალო სივრცეები.

ინვესტიციაზე საუბრისას „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პროექტებში 50 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებაა განსაზღვრული.

„2023 წელს „რუმს ბათუმი“ იხსნება. ეს ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტია. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ციხისძირშიც ვახორციელებთ. პირველ ეტაპზე მხოლოდ რესტორანი გავხსენით, თუმცა სასტუმროს გახსნაც გვაქვს დაგეგმილი. ეს იქნება სრულიად ახალი კონცეფციის სასტუმრო და არ იქნება რუმსის ბრენდის ქვეშ.

სასტუმროებთან ერთად, საერთო სამუშაო და საფესტივალო სივრცეების განვითარებაზე ვმუშაობთ. ეს D ბლოკის ქვეშ მოხდება. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, დაახლოებით, 50 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებაა დაგეგმილი. ყველა პროექტი ამ ეტაპზე არ არის დაწყებული, თუმცა დაგეგმილი ნამდვილად არის. „აჭარა ჯგუფისთვის“ ახალი პროექტების განხორციელება და ეკონომიკაში წვლილის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ოთარ ბერიშვილი.

ინფორმაციისთვის: 2024 წლიდან Rooms Hotel Abastumani გაიხსნება. პროექტის ჯამური ღირებულება $14,45 მლნ-ია.

5 პროექტი, რომელთაც „აჭარა ჯგუფის“ ახალი კომპანია D Block განახორციელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები