მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ჯგუფი": საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით ჯავშნები სექტემბერ-ოქტომბერში გვაქვს

5ee78558751b8
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 23:00
1477
საერთაშორისო ტურიზმის გარეშე წარმოუდგენელი იქნება სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება - ამის შესახებ BM.GE-ს „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა ლევან ბერულავამ განუცხადა.

მისი განმარტებით, მსოფლიოში არსებული გაურკვეველი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ზაფხულის პერიოდში მათი ჯგუფის სასტუმროებზე ჯავშნები ჯერ არ შესულა.

„როგორც ვაკვირდებით ევროპულ ქვეყნების ნაწილში მოძრაობა აღდგა. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს მიერ მოლაპარაკებების შედეგად გარკვეულ ქვეყნებთან შევძლებთ საზღვრების გახსნას, რადგან საერთაშორისო ტურიზმის გარეშე წარმოუდგენელი იქნება სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება.

ჩვენ გვაქვს ჯავშნები სექტემბერი-ოქტომბერში, მაგრამ ზაფხულის პერიოდზე ჯავშნები ჯერ არ შემოსულა. ვიმედოვნებთ საზღვრების გახნის შემდეგ საქართველოს მიმართულებით ტურისტების ნაკადი წამოვა, რადგან ჩვენ მწვანე ქვეყნად მივიჩნევით“, - აღნიშნა „აჭარა ჯგუფის“ მმართველმა დირექტორმა.

ლევან ბერულავა ამბობს, რომ მათი სასტუმროები მზად არიან მოემსახურონ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს.

„მეზობელი და ევროპის იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა, ჯერ ალბათ ვერ შევძლებთ ტურისტების მიღებას, ხოლო ისრაელიდან და სხვა ნებისმიერი ევროპის ქვეყნიდან ჩვენ უკვე მზად ვართ მივიღოთ სტუმრები ყველანაირი ნორმის დაცვით, რომელიც ჩვენს ჯგუფში ძალიან კარგად გვაქვს დანერგილი და ვღებულობთ ძალიან ბევრ კომპლიმენტს ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები