მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტექსტილი“: მზად ვართ, კიდევ 500 ადამიანი დავასაქმოთ

5ede44733ab74
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.20 19:50
2121
Nike-ს, Adidas-ის, Under Armour-ის, New Balance-ის და სხვა საერათაშორისო ბრენდების პარტნიორი ქართული კომპანია „აჭარა ტექსტილი“, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს, 3 300-მდე ადამიანს ასაქმებს.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დირექტორი აცხადებს, სამკერვალოს კიდევ 500 ადამიანის დასაქმება შეუძლია.

„მოგეხსენებათ დღეს ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს დასაქმების პრობლემა და სამუშაოს ბევრი ადამიანი ეძებს. ჩვენ სისტემატიურად ვიღებთ ახალ თანამშრომლებს და ვასაქმებთ მათ. სამუშაოს მაძიებელთა მომართვიანობის შემთხვევაში, მზად ვართ, კიდევ 500 ადამიანი დავასაქმოთ. ამ დროისთვის 3 300 ადამიანამდე გვყავს დასაქმებული“, - განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ბრენდებს თვიურად 15 მლნ ლარის ღირებულების სპორტულ სამოსს აწვდის და ეს მაჩვენებლები საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ შენარჩუნებულია.

„პარტნიორი კომპანიებიდან შეკვეთებს ერთი წლით ადრე ვიღებთ, შესამაბისად, ყოველდღიურად არ ხდება შეკვეთების მიღება. 5 თვის ჭრილში შეკვეთის ცვლილება შეუძლებელია, ის შეკვეთა უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, ახლა იმ შეკვეთებს ვასრულებთ, რომელიც გასულ წელს მივიღეთ. რაც შეეხება სამომავლო შეკვეთებს, ამ მხრივ მცირედი კორექტირებები იყო, ზოგი გადავადდა, შემცირდა, ზოგი გაიზარდა... საბოლოო ჯამში, ყველაფერი დასტაბილურდა.

თვეში, დაახლოებით, 15 მლნ ლარის ექსპორტს ვახორციელებთ. ახლა უკვე საწარმო სრულად არის ამოქმედებული და ყოველკვირეულად პროდუქციის მიწოდება ყოველკვირეულად ხორციელდება“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

კომპანიის ფინანსური დირექტორმა, ასევე, აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეჩერდა როგორც მათი წარმოების, ასევე შეკვეთების განხორციელების პროცესი და საწარმო პირბადეების წარმოებაზე მუშაობდა.

ცნობისთვის, „აჭარა ტექსტილს“ ზღვისპირეთში - ფოთში, ქობულეთსა და ბათუმში სამი სამკერვალო აქვს გახნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები