მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლოდ კვერცხი არ გაძვირდება - ასოციაცია

კვერცხი

მეფრინველეობის ასოციაციაში აცხადებენ, რომ საახალწლოდ კვერცხის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა BMG-ის განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეულის ფასი გაზრდილია, მეწარმეები კვერცხის გაძვირებას არ გეგმავენ. მისივე თქმით, ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის წილი გაზრდილია, რაც მათ შორის, იმპორტის შემცირებას უკავშირდება.

„არც საახალწლოდ და არც სააღდგომოდ კვერცხი არ გაგვიძვირებია და არ გვისარგებლია იმით, რომ მოთხოვნა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით მარცვლეული საკმაოდ გაძვირებულია, არ ვგეგმავთ ფასის მომატებას. პროდუქციის რაოდენობაც იმდენი გვაქვს, რომ მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, ახალი წლის ჭარბი მოთხოვნა ფასზე არ აისახება“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე პირველი კატეგორიის კვერცხის ფასი 45-55 თეთრის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები