მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქარი" ამუშავებას კვლავ სახელმწიფოს ხელშეწყობით შეძლებს

601ab311a1280
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 10:10
4653
"აგარის შაქრის" მწარმოებელი ქარხანა, რომელიც 500-მდე ადგილობრივს ასაქმებს, 2020 წლის გაზაფხულზე პრემიერის განკარგულებით და სახელმწიფოს მხარდაჭერით მორიგი კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და წარმოება ივნისიდან - დეკემბრამდე განაახლა. 31 დეკემბრის შემდეგ ქარხანა კვლავ კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა და როგორც ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა  ნიკოლოზ ნათბილაძემ იანვარში BM.GE-ის უთხრა, ქარხნის დახურვის შემდეგ მთავრობასთან მისი ამოქმედების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება თვის ბოლოს გახდებოდა ცნობილი. 

BM.GE დაინტერესდა, შედგა თუ არა მთავრობასა და კომპანიას შორის შეთახმება.

როგორც გავარკვიეთ, 1 მარტიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება. 1 აპრილიდან კი აგარის შაქრის ქარხანა სრული დატვირთვით გაიხსნება.

კითხვაზე რა პირობებით იხსნება ქარხანა, კომპანიის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ პირობები იგივეა, რაც გასულ წელს იყო.

"აგარის შაქარის" სახელმწიფოს მხარდამჭერი პაკეტის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ "აგარის შაქარს" ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან ბუნებრივი აირი შეღავათიან ფასში მიეწოდებოდა და ასევე, "საქართველოს რკინიგზა" ქარხანას ლოგისტიკური მომსახურების შეღავათიან ფასში გაწევას ჰპირდებოდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას, ნათბილაძე ამბობს, რომ ეს ქარხანაზე ფინანსურად დამატებითი წნეხი არ იქნება.

"ჩვენ ჩვენი გენერატორი გვაქვს და ელექტროენერგიით ჩვენ თვითონ უზრუნველვყოფთ ჩვენს ქარხანას", - განაცხადა ნათბილაძემ.

ცნობისთვის, 2017 წლის 1 ნოემბრიდან აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც წარმოების ამოქმედებას მოითხოვდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. 

ქარხნის მორიგი ამუშავება, როგორც bm.ge-მ გაარკვია, 1 აპრილიდან მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები