მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალბათ ლილოს ბაზრობის დაკეტვა საჭირო არ იქნება" - ბაზრობის დირექტორი

5f1ab76ef181d
ინგა მურუსიძე
24.07.20 14:20
1163
დღეს დილიდან ლილოს ბაზრობაზე მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და შიდა ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა მკაცრად კონტროლდება. ადგილზე ეპიდემიოლოგებთან ერთად შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. ლილოს ბაზრობაზე შესაბამისი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება.

ლილოს ბაზრობის დირექტორი, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ ბაზრობის დახურვაზე საუბარი არ არის.

„კონტროლი არის გამკაცრებული ბაზრობაზე შესვლასთან დაკავშირებით. შემოწმდება ყველა მეწარმე. ადგილზე მუშაობენ ეპიდემილოგები, შემოსავლების სამსახური, სურსათის უვნებლობა და შრომის ინსპექცია. ვმუშაობთ მშვიდ რეჟიმში, ვშრომობთ და ვცდილობთ, რომ არც ეკონომიკა დაზიანდეს და არც ჩვენი ჯანმრთელობა. შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან, თუმცა შენიშვნები ალბათ იქნება და მაგიტომაც მიმდინარეობს შემოწმება, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. დაკეტვის საჭიროება ალბათ არ იქნება, რადგან ახლა, რასაც ვაკეთებთ იმით ეკონომიკასაც ვეხმარებით და ჩვენც ვმუშაობთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები