მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგი" საქართველოს პრო ბონო ქსელს შეუერთდა

63dce13584165
BM.GE
03.02.23 14:30
553
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა. როგორც ქსელის წევრი,"ალდაგი", თანამშრომლებთან ერთად, არაკომერციულ ორგანიზაციებს - სამოქალაქო, სათემო ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს განვითარებაში დაეხმარება. თანამშრომლობა გულისხმობს საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციების დახმარებას პროფესიული რჩევითა და კომპეტენციით რათა მათ მიაღწიონ მეტ წარმატებას და შესაბამისად, სოციალური მისიის უკეთ შესრულებას.

„მოხარული ვართ, რომ შევუერთდით „პრო ბონო საქართველოს“ ქსელს. ამ გზით ვეცდებით დავეხმაროთ საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ესა თუ ის სოციალური საწარმოები თუ სამოქალაქო ორგანიზაციები წარმოადგენენ. ალდაგის ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ვფიქრობთ, ჩვენი გამოცდილების გაზიარება ბენეფიციარი ჯგუფებისთვის შედეგიანი იქნება და ამ გზით ჩვენს წვლილს შევიტანთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში,“ - აცხადებს "ალდაგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მაღალაშვილი;

"ალდაგი" პრო ბონო ქსელში რამდენიმე მიმართულებით ჩაერთვება და სამოქალაქო ორგანიზაციებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში გაუწევს.

აღსანიშნავია, რომ "ალდაგისა" და პრო ბონო ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელშიც სადაზღვევო კომპანია ალდაგი აქტიურად მონაწილეობდა და ეს ჩართულობა წარმატების მომტანი აღმოჩნდა ბენეფიციარი ჯგუფებისთვის.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები