მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგის" მხარდაჭერით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა შედგა

6411b95739b0e
BM.GE
15.03.23 16:23
515
სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერითა და Property Georgia-სა და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით, პირველად საქართველოში, უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა - Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup, შედგა, რომლის მიზანი უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორში მოღვაწე 40-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და ახალი ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup ფარგლებში ერთ სივრცეში ერთმანეთს შეხვდნენ გადაწყვეტილებების მიმღები პირები სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საბროკერო სფეროდან, არქიტექტორები და საინჟინრო - ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ქალაქგეგმარების ექსპერტები.

„მოხარული ვართ, რომ ამ ფორმატში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ Property Georgia-სთან და ჩვენს მოქმედ და პოტენციურ მომხმარებელთან ერთად ვისაუბროთ სამშენებლო რისკებსა და მათი დაზღვევის გზებზე. ჩვენ, როგორც კორპორატიული დაზღვევის კუთხით ლიდერმა კომპანიამ, გავაზიარეთ ჩვენი ხედვა სამშენებლო რისკების დაზღევაზე, გავაცანით ის სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიისთვის გვაქვს შემუშავებული. კომპანიებს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, გვაქვს საშუალება შევთავაზოთ მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს მათ, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკებისგან,“- განაცხადა კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეთერ მოდებაძემ;

“FIANBCI Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების ლიდერების B2B შეხვედრა ჩავატარეთ, რომლის მთავარი მიზანია, უძრავი ქონების სექტორის მოთამაშეების გაერთიანება ერთ სივრცეში, ბიზნეს შესაძლებლობებისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია სადაზღვევო პარტნიორის - ალდაგის ჩართულობა ამ პროცესში, ვინაიდან მშენებლობის რისკების დაზღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება ზოგადად სექტორის გაჯანსაღებისთვის და ინვესტორების, დეველოპერების, ქონების მესაკუთრეების რისკების დაზღვევისა და ინტერესების დაცვის კუთხით,“ - ლიკა ქარდავა, FIABCI-Georgia;

ალდაგის სამშენებლო რისკების დაზღვევა ფარავს სამშენებლო მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს, რომელიც პოლისის პირობებით არ წარმოადგენს გამონაკლისს. სადაზღვევო პოლისი ფარავს ყველა რისკს, რომელიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში მოხდება, მათ შორის სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, დაზღვეული საგნის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები