სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ქობულეთში 220 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს აანონსებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი პროექტი „ალიანს რენესანსი“ საპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც სპორტულ, გამაჯანსაღებელსა და საინვესტიციო მიმართულებებს გააერთიანებს.
კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი საერთო პოდიუმით A, B, და C თაუერებს აკავშირებს. ის 14-სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში უნიკალურ, 15 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს მოიცავს.
როგორც BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს "ალიანს რენესანსის" მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე #291-ში უკვე დაიწყო და სამი თაუერის მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება.
"ინოვაციური ხედვით შექმნილი კომპლექსი, გლობალური მნიშვნელობის ველნეს კონცეფციითა და უნიკალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, საქართველოს ველნეს ტურიზმის მიმართულების პოტენციალის რეალიზებასა და ქვეყნის ბუნებრივი ლანდშაფტის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.
ისარგებლეთ Presale უპირატესობებითა და ბენეფიტებით, განახორციელეთ ინვესტიცია პირველ მულტიფუნქციურ, საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს, ალიანს რენესანსში და გახდით რეგიონული მნიშვნელობის პროექტის პარტნიორი!" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.