ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-910, იმერეთში-1 377.
"ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში-529, აჭარაში-151, იმერეთში-267. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-54, იმერეთში-59. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 111-თბილისში, 1 506-აჭარაში, 307-იმერეთში. 20 951 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 012 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-280, აჭარაში-145, ხოლო იმერეთში-28.
"სულ 6 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 243 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 098 პირი, აჭარაში-9 912, იმერეთში-5 828",- განაცხადა სიჭინავამ.




























