მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები" - რაზე საუბრობს მინისტრი

5f928e6989437
ინგა მურუსიძე
23.10.20 12:00
777
"ფარმაცევტებს და ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს რისკები ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ" - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, ზოგიერთი ფარმაცევტის ინფორმაციით, მიუხედავად ტემპერატურისა, აფთიაქების მენეჯერები მათ თვითიზოლაციაში არ უშვებენ.

მინისტრი ამბობს, რომ ის ამ საკითხით დაინტერესდება.

„პანდემია არ ეხება რომელიმე სექტორს, ის არის გლობალური საფრთხე, როგორც ქვეყნების, ასევე - დარგების ჭრილში. ფარმაცევტები და ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და შესაბამისად, რისკები მათ ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ. ეს საკითხი არ ვიცოდი, მაგრამ აუცილებლად დავინტერესდები - ვთხოვ, რეგულირების სააგენტოს და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, რომ ამ თემით დაინტერესდნენ". - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები