მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ შენობებს რამდენიმე დღეში აგებენ" - კალაძე აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობებზე

5fd910a41aa45
თამთა ჯიჯავაძე
15.12.20 23:36
810
ეს არის უკანონო მშენებლობები, ამ შენობების აგება სულ რამდენიმე დღეში ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები ღამითაც მიმდინარეობს.

„ეს რომ მიგვეშვა ჩვენ, ადამიანები რომ შესახლდებოდნენ, ეს ხომ შემდეგ სერიოზული პრობლემა იქნებოდა. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მანამ, სანამ მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

„მინდა, ხაზი გავუსვა, იმას რომ სანამ ამ მშენებარე ობიექტების დემონტაჟი განხორციელდებოდა, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ პატრულირებას ადგილზე, მიდიოდნენ, ეუბნებოდნენ ადამიანებს, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი. შემდეგ უკვე ოფიციალურად გავაკარით შეტყობინებები ამ მშენებარე ობიექტებზე, სადაც ეწერა, რომ ეს იყო უკანონო მშნებელობა, ეს იყო უკანონოდ მიტაცებული სახელმწიფო მიწები და აუცილებლად უნდა მომხდარიყო დემონტაჟი, თუმცა მათ ეს არ განახორციელეს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები