მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ტემპით ზაფხულამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა შეუძლებელი მისიაა" - გიორგი მინდიაშვილი

6202a550ae9cc
ანუკა ჯოხაძე
08.02.22 23:00
886
8 თებერვალის მონაცემებით საქართველოში სულ აცრილია - 2 755 879 ადამიანი, დღიურად კი ჩატარდა 4 023 აცრა. ვაქცინაციის დაბალი ტემპის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ჯანდაცვის სპეციალისტები დაგვიანებულ საინფორმაციო კამპანიას ასახელებენ.

ქვეყანაში ვერც ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შესრულდა. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ნაცვლად 2021 წლის ბოლომდე მხოლოდ მოსახლეობის 42% აიცრა.

იმუნიზაციის საბჭოს ვაქცინაციის ახალი ეროვნული გეგმის მიხედვით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის იმ ტემპით, რაც დღეს ქვეყანაშია, აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა რთული მისიაა. მისი განმარტებით, დღეს ჯერ კიდევ აუცრელი ადამიანების აცრა უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ეს ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებამდე იყო.

“ჩემი აზრით, ვაქცინაციის პროცესი თუ ასე გაგრძელდა როგორც ახლა მიმდინარეობს და აქტივობა არ დაემატა, წარმოუდგენელია იმუნიზაციის 70%-იან მაჩვენებელზე გავიდეთ. პირველი 42% იმ ადამიანების ნაწილი იყო, ვინც ასე თუ ისე მზად იყო ასაცრელად. ახლა რომ წინ წავიდეთ და 50%, 60%-ს მივაღწიოთ, რეალურად იმ ადამიანების ვაქცინაცია უნდა მოხდეს, რომელსაც უფრო მეტი აქვს რეზისტენტობა აცრის მიმართ.

ამიტომ ახლა გაცილებით რთულია დამატებით 30%-ის აცრა, ვიდრე პირველი 42%-ის ვაქცინაცია იყო. შეუძლებელი მისიაა, რომ 3, 4 ან 5 თვეში, თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციის მაჩვენებლამდე ავიდეთ.” - ამბობს გიორგი მინდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები