გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით "ამბასადორი ბათუმი აილენდს” უფლება მიეცა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოები განახორციელოს. სკრინინგის გადაწყვეტილების თანახმად, საპროექტო უბანზე დამცავი კედლის მოწყობაა გათვალისწინებული.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიღებული დასკვნის მიხედვით პროექტის განხორციელების შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სანაპირო ზოლში ეროზიული პროცესების განვითარება და შესაბამისად საავტომობილო გზისა, ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიისა და არსებული ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკები.
ბათუმში "ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
ცნობისთვის, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა. პროექტის მიხედვით, ის ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.
ცნობილია, რომ პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" ჩადებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა და თამარის დასახლებაში გადაეცემა.