მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანალიტიკას" ექსკლუზივი: IMF პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო

64844de40c177
ელენე კვანჭილაშვილი
10.06.23 14:18
1301
სსფ–ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმს ჯონი ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა ‘ანალიტიკა’–ს გამოეხმაურა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

წერილობით განმარტებაში, რომელიც ‘ანალიტიკა’–მ დღეს მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთი ქმედების ვერანაირ გამართლებას და ვშიშობთ, რომ ეს შეარყევს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების ფარგლებში მიაღწია და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას. საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენი შეფასებით, დღემდე ეფექტიანად მუშაობს პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, იმ ცვლილებების მიღებამ, რომელზეც დღეს ვეტოს ძალა ვრცელდება, შესაძლოა, არა – გააძლიეროს, არამედ, პირიქით, შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის ღუზის როლი. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, სებ–ი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციაა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და არ დაამტკიცოს სებ–ის კანონში ცვლილებები, რათა, მათ შორის, ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში“,– აღნიშნულია ჯეიმს ჯონის განცხადებაში, რომელიც სსფ–იმ ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა ‘ანალიტიკა’ სებ–ის დამოუკიდებლობის თემას მიეძღვნა, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული ის წინაპირობები, რაც სებ–ის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებულ პერიპეტიებს თან სდევდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, სსფ–ის საქართველოს წარმომადგენლობამ გადაწყვიტა, მათთვის გადაცემის მზადებისას გაგზავნილი კითხვის პასუხად – სსფ–ის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის პასუხი დაებრუნებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები