მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანასეული ოტკა" გერმანიის ბაზარზე შესვლას გეგმავს

620bc03511d84
მარიამ იზორია
15.02.22 21:14
1230
14 სახეობის ხილის, მათ შორის ფეიხოას, მსხლის და ატმის დისტილატის მწარმოებელი კომპანია “ანასეული ოტკა” გერმანიაში საექსპორტო მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა გენო ხუჭუამ განუცხადა, ამ დროისთვის ექსპორტს რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ჩინეთსა და აზერბაიჯანში ახორციელებენ, ახლა კი დასავლეთ ევროპის ბაზარზე შევლენ.

“ანასეულის ოტკა რუსეთის, უკრაინის, ლატვიის, ჩინეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე უკვე იყიდება. ახლა კი დასავლეთ ევროპის ბაზარზე გვინდა შესვლა და მოლაპარაკებებს გერმანიაში ვაწარმოებთ. ამასთან წელს ყველაზე დიდი რაოდენობის, დაახლოებით 300 ტონა ხილის გადამუშავებას ვგეგმავთ, აქამდე ჩვენი მაქსიმალური რაოდენობა 100 ტონა იყო”, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, “ანასეული ოტკა” ადგილობრივ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და 2017 წელს პირველი ექსპორტიც განახორციელა. წარმოება გურიაში მლნ ლარის ინვესტიციით დაფუძნდა, საიდანაც ნაწილს გრანტი შეადგენდა. კომპანია ხილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და გადაამუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები