მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Anonymous-ის ქმედებები კიბერდანაშაულია, თუმცა მას ახლა სწორი მხარე უჭირავს'

622dfbd7a92bc
მარიამ იზორია
13.03.22 18:10
6057
BDO Georgia-ს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ მეხრიშვილი BMGDRIVE-ს ეთერში ჰაკერული დაჯგუფების Anonymous-ის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჰაკერული დაჯგუფების ქმედებები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პროცესში ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში კიბერდანაშაულია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დაჯგუფებას სწორი მხარე უჭირავს, ამას დანაშაულად არავინ აღიქვამს.

ანზორ მეხრიშვილი საქართველოს კიბერუსაფრთხოებასაც აფასებს და როგორც თავად აღნიშნავს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

„ანონიმუსმა გარკვეულწილად სიმპატია გამოიწვია, რადგან მას სწორი მხარე უჭირავს, მაგრამ მათი ქმედებები, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კიბერდანაშაულია და შესაბამისად ისჯება. მათი მხრიდან რუსეთში სატელიტის გათიშვაზეც იყო საუბარი, თუ ეს მოხდა ზოგადად სისტემის მუშაობაზე მოახდენს გავლენას.

რაც შეეხება საქართველოს კიბერუსაფრთოხებას, 2008 წელი კარგი ინდიკატორი იყო იმისთვის, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარებაზე უფრო მეტი ეფიქრა. არის პოზიტიური ძვრები, მაგრამ სახელმწიფოს მხირდან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. განათლებაში უნდა მოხდეს მეტი ინვესტირება, სკოლის ასაკიდან უნდა შეასწავლიდნენ სპეციალობებს, სახელმწიფო კერძო სექტორსაც უნდა თხოვდეს კიბერუსაფრთოების უზრუნველყოფას. ნებისმიერი კიბერშეტევისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები