დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ უნდათ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
"არავის გვინდა, მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია, დავიცვათ პირობები და ის რეკომენდაციები, რაც არის. პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე, უარი ვთქვათ დიდ თავშეყრებზე და გააქტიურდეს იმუნიზაციის გააქტიურება.
"ლოქდაუნების" განხილვა ხდება, როდესაც ჯანდაცვის სექტორზე არის ძლიერი დაწოლა და იქ ერთ ინდიკატორზე საუბარი არ არის, რამდენიმე ინდიკატორის ერთობლიობაზე მიდის მსჯელობა“, - განმარტა გაყრელიძემ.




























