მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ უნდა იყოს არც ერთი პორტი, სადაც ტერორისტი სახელმწიფო ფულის გამომუშავებას შეძლებს“ - ზელენსკი

62249bc424a53
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.22 15:31
606
უკრაინელებმა თავიანთი მომავალი ბრძოლაში უკვე მოიპოვეს, მაგრამ ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დღევანდელობისთვის, ვიბრძვით იმისთვის, თუ სად გავა საზღვარი– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი გაკეთებულ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკრაინელებო! ჩვენი ბრძოლით უკვე მოვიპოვეთ ჩვენი მომავალი, მარამ ჯერ კიდევ ვიბრძვით დღევანდელობისთვის. ვიბრძვით იმისთვის თუ სად გავა საზღვარი ცხოვრებასა და მონობას შორის და ეს მხოლოდ ჩვენი არჩევანი არ არის“, - მიმართა მოსახლეობას ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ომის განმავლობაში არ ყოფილა დღე, როდესაც უკრაინისთვის დახმარება არ შეეთავაზებინოთ. გასულ ღამეს უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს კვლავ ესაუბრა.

„მადლობელი ვარ მისი მონდომებისთვის. უკრაინელებისა და ევროპელებისთვის ახალი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის, აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ახალი სანქციებისთვის! მანამდე კი ამერიკელ კონგრესმენებს ვესაუბრე. კონგრესის ორივე პარტიის 200-ზე მეტ წარმომადგენელთან გულწრფელი საუბარი მქონდა. მათ ჩვენი დახმარება რეალურად უნდათ. კონკრეტული საუბრებია, რომლებიც ჩვენს თავდაჯერებულობას ზრდიან“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვოილოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინის მხარეზეა და ვის მხარესაც მსოფლიოა ის, სიბნელეში არ დაეცემა.

"მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ჩვენი ცა რუსული რაკეტებისთვის, რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის დახუროს. თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები. სინამდვილეში, როდესაც არის ნება, მარტივია უკრაინის და ევროპის ცა უსაფრთხო გახადო.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. მადლობელი ვარ მათი მორალური პოზიციისთვის რუსეთში ექსპორტთან მიმართულებით. არ უნდა იყოს არც ერთი პორტი, სადაც ტერორისტი სახელმწიფო ფულის გამომუშავებას შეძლებს.

ალბანეთის, ბულგარეთის და ისრაელის პრემიერ-მინისტრებს ვესაუბრე. ისინი მხარს უჭერენ უკრაინას. შთამაგონებელი საუბარი მქონდა ილონ მასკთან. ადამიანთან, რომელიც მომავლის რაკეტებს ქმნის და არა წარსულის გამო კლავს ადამიანებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან საერთაშორისო ბიზნესის მხრიდან გამოვლენილ მხარდამჭერ ზომებზეც ისაუბრა და თქვა: „გლობალური ბიზნესისგან, ლიდერი კომპანიების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა. როდესაც კორპორატიული სამყარო შენთანაა და არ ეშინია, შენ მაშინ ორმაგი დაცვა, სამმაგი იარაღი გაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები