ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც კვების ობიექტებმა უნდა შეასრულონ.
ძირითადი რეკომენდაციებია:
ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი ჯავშნის სისტემის გამოყენებით(წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ ომსახურეობას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი, მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, სესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით. ასევე, იმ შემთხვევაში თუ მომსახურეობას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესისგანხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით.
წინასწარ განსაზღვრეთ სტუმრისთვის ადგილი
მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ
უზრუნველყავით დასაქმებულთა მომხარებელთა ყოველდღიური ვიდეო და თერმო სკრინინგი
აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა
განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით
სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი, გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით
სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხნარის ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა ხსნარის განთავსება
უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას
რაც შეეხება მოთხოვნებს, რაც ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა უნდა შეასრულონ:
მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო ადგილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 ომხმარებლისა
დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე ასაკის მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი
სასმელების მომსახურეობის სივრცეში, ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კომტაქტით თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურეობა უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით
უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა
მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არა ნაკლებ 2 მეტრისა;
ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია
სკამის საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს არა ნაკლებ 1 მეტრი
ერთ მაგიდასთან მოატავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა
გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი
დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით, ან გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია
უზრუნველყავით სტუმრებისთვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება, ან ელექტრონული მენიუს შემთხვევაში ეელექტრონულ დაფასთან მოათავსეთ ხელების ჰიგიენური დაცვის საშუალება
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში დეტალურად არის გაერილი თუ როგორ უნდა განხორციელდეს ჭურჭლის რეცხვა: გაირეცხოს ჭურჭელი არანაკლებ 40 გრადუდიანი ტემპერატურის წყლით და ა.შ.
ასევე, უწყება კვების ობიექტებს აძლევს რეკომენდაციას მაქსიმალურად გამოიყენონ ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდონ გადაფასაფარებლების გამოყენება და მაგიდების ხშირი დეზინფექცია მოახდინონ, ხოლო ხელსახოცები უნდა შეგროვდეს სპეციალურ ტომარაში, ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.
ამასთან, კვების ობიექტებმა განსაკუთრებით უნდა გაამკაცრონ დეზინფექცია სველი წერტილების და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დასუფთავებას, რომელსაც მომხმარებლები ხშირად ეხებიან და ეს შეიძლება იყოს მაგალითად კარის სახელური.
რეკომენდაციები სრულად:
შეგახსენებთ, ღია ტიპის რესტორნები 1 ივნისიდან იხსნება.