"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება, არც ბათუმის და არც აჭარის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმში ბოლო ერთ კვირაში სულ 8000-მდე ტესტი ჩატარდა და გაფართოებული კვლევები გრძელდება.
„ინფიცირებულთა რაოდენობა არ არის იმდენი, რომ რადიკალური ზომები იქნას მიღებული. კვლევები გრძელდება. მოვუწოდებთ ადამიანებს, მივიდნენ კარვებში, ცხელების ცენტრებში და ჩაიტარონ ტესტები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ის ამბობს, რომ მთალიანად ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია და არანაირი განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა.




























