მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსი": სამშენებლო სექტორისთვის Covid 19-ზე დიდი გამოწვევა ლარის კურსია

5f983ab49b3fb
სალომე მეცხვარიშვილი
28.10.20 09:45
1542
"გაგიკვირდებათ და სამშენებლო სექტორისთვის Covid 19-ზე უფრო დიდი გამოწვევა ლარის კურსია", - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე bm.ge-ისთან აცხადებს.

მისი თქმით, როცა ლარის კურსი მერყეობას იწყებს, სამშენებლო სექტორში გაყიდვები სრულად ჩერდება.

“მეორე ტალღის გავლენა ისეთი არ არის, როგორიც კურსის არასტაბილურობის. კურსის მერყეობას ყოველთვის გავლენა აქვს ეკონომიკაზე და განსაკუთრებით ჩვენს სფეროზე. სამწუხაროდ, თვეში ან ორ თვეში ერთხელ, 2-კვირიანი პერიოდი გვაქვს ხოლმე, როცა კურსი ახალ ნიშნულს ეძებს, ასეთ დროს გაყიდვები, პრაქტიკულად, ჩერდება. ადამიანი დღეს რომ მოდის და ინვოისი მიაქვს კომპანიიდან და სურს, მეორე დღეს ბანკში სესხი დაამტკიცოს, მეორე დღეს შეიძლება 10 ათასი ლარით მეტის გადახდა მოუწიოს. ასეთ დროს ყველა თავს იკავებს უძრავი ქონების შეძენისგან”, - აცხადებს ბესიკ ორთოიძე.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, რომელიც იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ითვალისწინებს, “არსის” გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ პროგრამამ სექტორი გადაარჩინა და სამშენებლო ბაზრის მიმართ ნდობა გააჩინა.

“სუბსიდირების მთავრი დანიშნულება იყო ის, რომ ბაზარზე მოეხდინა მოთხოვნის სტიმულირება და კატალიზატორი ყოფილიყო, რომ მიუხედავად კრიზისული სიტუაციისა, უძრავი ქონების ბაზარი მყარია და საფრთხე არ ემუქრება. ეს მისია სუბსიდირებამ შეასრულა, ბაზრის ნდობა დააბრუნა. პირველ ეტაპზე იპოთეკური სესხების სუბსიდიაზე იყო დიდი მოთხოვნა და თითქმის ყველა სესხი ამ პროგრამით გადიოდა, რამდენიმე თვის შემდეგ ყოველი მესამე სესხი გადიოდა სუბსიდირებით. სუბსიდირების წილის შემცირება არ არის ცუდი მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარმა ნდობა დაიბრუნა და სუბსიდირების გარეშეც ადამიანები ბინას ყიდულობენ”, - აცხადებს ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები