მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზარი ადვილად ადაპტირდა, მომხმარებელს ფასის ზრდა არ უგრძნია“ - ვასილ ხორავა ევრო-5-ის დიზელის სტანდარტზე

648f5273c7e3c
ლიკა მეგუთნიშვილი
19.06.23 10:43
540
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის ტიპის საწვავის იმპორტი ხორციელდება. ახალ სტანდარტზე გადასვლის შემდეგ, იმპორტიორები ქვეყანაში ევრო-4 სტანდარტის დიზელის შემოტანის უფლება აღარ აქვთ. ევრო-5 სტანდარტი, რომელმაც ევრო-4 შეცვალა, გამოყენებული საწვავის ხარისხზე მოთხოვნებს ამკაცრებს, რაც შესაძლებელს ხდის გარემოსდაცვითი უსაფრთხოება გაზარდოს და ამ ტიპის საწვავზე მომუშავე ძრავების მუშაობა გააუმჯობესოს.

ევრო-5-ზე გადასვლის უპირატესობაზე კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ გადაცემა Forbesკვირა-ში სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ბაზრის სწორი განვითარებისთვის მსგავსი რეგულაციების ამოქმედება უმნიშვნელოვანესია.

„ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ევრო-5 სტანდარტის დანერგვას მომხმარებელზე გავლენა არ ჰქონია, რადგან დადგენილების ამოქმედებამდეც ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის დიდი წილი სწორედ ევრო-5 იყო.

„ჩვენ აქ არაფერ ახალს არ ვიგონებთ, უკვე არსებობს ევროპული ველოსიპედი, რომელიც ქართულ რეალობაშია გადმოსატანი. ეს არის ეკოლოგიური პარამეტრი, რომელიც წლების განმავლობაში გადავადებული იყო, მაგრამ საბედნიეროდ უკვე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უკვე დიზელზეც ამოქმედდა. ეს მომხმარებელზე არ ასახულა, რადგან ჩვენს გეოგრაფიულ არეალში მდებარე საწარმოებს თუ გადავხედავთ, ყველა გადასული იყო ევრო 5-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ევრო-4 შარშან დაშვებული იყო, 80-90% მაინც ევრო-5 შემოდიოდა, ასე რომ, ეს იყო მხოლოდ იურიდიული დოკუმენტი. სწორედ ამიტომ, ბაზარი ადვილად ადაპტირდა და სტანდარტის ზრდის შედეგად მომხმარებელს ფასის ზრდა არ უგრძნია“, - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები