მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზარზე ჯანსაღი კვების ობიექტის ადგილს დავიმკვიდრებთ, ამის რესურსი გვაქვს" - "მელას" გეგმები

628ba08d722d8
მარიამ იზორია
23.05.22 21:42
2549
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალი კვების ობიექტი „მელა“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს კომპანია „ჩირინას“ ნედლი ქათმის ხორცისგან გრილზე უცხიმოდ მომზადებულ სხვადასხვა საკვებს, მათ შორის, ქათმის ფრთებს, ბარკლებს და სხვა პროდუქტს სთავაზობს.

bm.ge-სთან „მელას“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი ბაზარზე ჯანსაღი სწრაფი კვების ობიექტის ნიშის დამკვიდრებაა.

მისივე თქმით, ოპერირების ორთვიანმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და კვების ობიექტის 5-კაციანი გუნდი დღეში 60-მდე მომხმარებელს მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში გაფართოების გეგმა უკვე აქვთ. ახალ წლამდე თბილისში „მელას“ კიდევ ორი ობიექტი გამოჩნდება.

„კომპანია „ჩირინა“ ექსკლუზიურად გვაწვდის უმაღლესი სტანდარტის ნედლ ხორცს, რომელიც ვაკუუმ შეფუთვაშია. ამის საშუალებით მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებების მქონე ქათამსა და მის ნაირსახეობებს ვთავაზობთ. წარმოებაში ცხიმს არ ვიყენებთ, ასე ვცდილობთ პროდუქტს დაბალკალორიულობა და ენერგეტიკული ღირებულებები შევუნარჩუნოთ. საქართველოს ბაზარზე არსებული სხვა სწრაფი კვების ობიექტებისგან სწორედ ეს გამოგვარჩევს. ამიტომ, ვფიქრობ, ბაზარზე ჯანსაღი კვების ობიექტის ადგილი უნდა დავიმკვიდროთ, ამის ყველანაირი რესურსი გვაქვს.

რაც შეეხება მომხმარებლის განწყობას, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ქათმის ხორცის პროდუქტებით, სოუსებითა და სენდვიჩებით დღეში უკვე 60-მდე მომხმარებელს ვმასპინძლობთ. გვახარებს ის, რომ „მელას“ უკვე რეკომენდაციებით მასპინძლობენ.

გეგმებიც უამრავი გვაქვს. გვინდა ახალ წლამდე კიდევ ორი ობიექტი გავხსნათ. სამომავლოდ საქართველოს ბაზრით არ დავკმაყოფილდებით და ფრენჩაიზის გაყიდვასაც დავიწყებთ, რათა მსურველებს ბრენდის სახელით ანალოგიური ობიექტების მართვა შეეძლოთ“ - ამბობს თამარ ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები