მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესმა ორი რამ უნდა გააკეთოს" - მარიამ ქვრივიშვილი

5f4f564ad8cb3
ინგა მურუსიძე
02.09.20 12:28
1417
ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმა ორი ძირითადი რამ უნდა გააკეთოს - ესაა თანამშრომლების მუდმივი ტესტირება და სივრცეების დეზინფექცია.

როგორც ქვრივიშვილმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ერთობლივი თანამშრომლობით ქვეყანამ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი უნდა შეინარჩუნოს.

„საკოორდინაციო საბჭოზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო გასართობი ობიექტების, ღია სახის კლუბების საკითხი და სხვა. ადამიანების დასვენების და ბიზნესის ხელშეწყობისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბიზნესმა განახორციელოს ორი რამ - არსებული თანამშროლების სისტემატიური ტესტირება და მოხდეს სივრცეების ხშირი დეზინფიცირება.

ერთობლივი თანამშრომლობით ვიქნებით ნიშნულზე, რაც გულისხმობს "მწვანე ქვეყნის" სტატუსის შენარჩუნებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ. ეს ტატუსი გვეხმარება იმაში, რომ გახსნის პროცესი იყოს ეფექტური და სწრაფი. ამას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის, ამ შემთხვევაში უკვე მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები