მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიტანულ Amazon-ზე უკვე პერსონალური მაღაზია გვაქვს" - ქართული ბრენდი Spilow

61470809d7897
მარიამ იზორია
19.09.21 13:50
782
ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა Spilow-მ ბრიტანულ Amazon-ზე სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა და უკვე პერსონალური მაღაზია აქვს ანუ თუ აქამდე მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებს ყიდდა, ახლა უკვე საერთაშორისო პლატფორმაზე „დინოს“ ჟაკეტებიც არის ხელმისაწვდომი.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი სოფო ჩხაიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მალე Spilow-ს სხვა პროდუქციაც დაემატება.

„ბრიტანულAmazon-ზე სავაჭრო ნიშანი პანდემიის პერიოდში დავარეგისტრირეთ და ჩვენი ბრენდის ქვეშ მრავალჯერადი პირბადეები განვათავსეთ, ხოლო უკვე დიდ ბრიტანეთში სავაჭრო ნიშნის დარეგისტირების შემდეგ საშუალება მოგვეცა, პერსონალური მაღაზია გაგვეკეთებინა; ჩვენი პროდუქცია Amazon-ზე ცალკე, მოწესრიგებულად არის განლაგებული; მაღაზიას ბრენდის პერსონალური დიზაინი აქვს, ცალკეა გვერდი „დინოს“ ჟაკეტებისთვის და ცალკე პირბადეებისთვის, ასევე შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო მეტი პროდუქცია განვათავსოთ“, - ამბობს სოფო ჩხაიძე.

ცნობისთვის: Spilow სამმა დედამ 2016 წელს დააფუძნა; თითოეულმა 2000-ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. სტარტაპერ სესხის დახმარებით კი პატარა სამკერვალო და პირველი გაყიდვის ობიექტი გახსნა. სამკერვალოში 6 ადამიანია დასაქმებული, "სპილოუს" ტანსაცმელი 1-11 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი, პროდუქცია ონლაინრეალიზდება, ბრენდს ტანსაცმელი ექსპორტზეც გააქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები