Artisio აუქციონების მართვის SaaS სისტემაა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას აქცევს. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).
Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებული, რაც საშუალებას იძლევა მიუერთდნენ და მონაცემები გაცვალონ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც Artisio-ს კლიენტები იყენებენ. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და Artisio-ს კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტიანად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
Artisio-ს საოპერაციო დირექტორი და თანადამფუძნებელი ირაკლი სვანიძე გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანიის სიახლეებზე საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, წელს ევროპის მიმართულებით განსაკუთრებულად გაფართოვდნენ.
„შევედით ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, საფრანგეთში, დანიაში, ნორვეგიასა და ამერიკაში. მომხმარებელი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ავიყვანეთ. ამ ბაზრებზე პარტნიორები გვყავს, რომლებიც ჩვენი სისტემის გაყიდვას ახორციელებენ, ასევე კლიენტები, რომლებიც ჩვენს სისტემას უკვე იყენებენ. Artisio-ს საოპერაციო შედეგები ასეთია: წელს 35 000-ზე მეტი აუქციონი ჩავატარეთ, 15 მლნ მიღებული ბიდი და 150 მლნ-ზე მეტი ნივთი გვაქვს გაყიდულია“ - ყვება ირაკლი სვანიძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ Artisio-მ ბრიტანულ ვენჩურულ ფონდთან საინვესტიციო ხელშეკრულებაც გააფორმა.
„პროდუქტის ჩაშვებიდან დიდი მოთხოვნა წამოვიდა, შესაბამისად, დავიწყეთ გაფართოებასა და ინვესტიციაზე ფიქრი, სამი თვის წინ ბრიტანულ ვენჩერულ ფონდთან, საინვესტიციო ხელშეკრულებაც გავაფორმეთ და წლის ბოლომდე სრულ ინვესტიციას ავიღებთ.
ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვართ ევროპის ბაზარი სრულად ავითვისოთ და რაც შეიძლება ფართოდ შევიდეთ ამერიკაში“ - ამბობს „Artisio“-ს საოპერაციო დირექტორი.




























