მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი სააუქციონო სახლის, Aguttes-ის აუქციონებს ქართული Artisio გააციფრულებს

AGUTTES

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Artisio, რომელიც კომპანიებს ციფრული აუქციონების ჩატარების საშუალებას აძლევს, საფრანგეთის რიგით მეოთხე უდიდეს სააუქციონო სახლთან, Aguttes-თან დაპარტნიორდა, ანუ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული სააუქციონო სახლის საოპერაციო მენეჯმენტს სწორედ ქართული კომპანია უზრუნველყოფს. როგორც Artisio-ს დამფუძნებელმა, ბერდია ყამარაულმა BMG-სთან განაცხადა, ამ პარტნიორობით ქართული ტექნოლოგიური კომპანია ფრანგულ ბაზარზე შედის, რომელიც სიდიდით მეოთხე სააუქციონო ბაზარია მსოფლიოში.

“Aguttes (აგუტი) სიდიდით მეოთხე სააუქციონო სახლია საფრანგეთში და თან, ის ერთადერთი ამ ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ჯერაც ერთი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. 1974 წელს დაარსებულ კომპანიას ოფისები აქვს, როგორც პარიზში, ასევე ლიონში, ბრიუსელსა და ჟენევაში. Artisio-ს აუქციონების მართვის პლატფორმა Aguttes-ის ყველა ოფისში დაინერგება, მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც შარშან დავიწყეთ. თან, მის ამბიციურობას განაპირობებს არამხოლოდ ის, რომ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სააუქციონო სახლს მოვემსახურებით, არამედ იმიტომაც, რომ Aguttes-თან პარტნიორობით Artisio საფრანგეთის ბაზარზე შედის, რომელიც სიდიდით მეოთხე სააუქციონო ბაზარია მსოფლიოში”, - განაცხადა ბერდია ყამარაულმა BMG-სთან.

შეგახსენებთ, რომ Artisio ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც 2023 წლის დეკემბერში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის - “სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა. მანამდე კი, Artisio-მ Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის მიერ ორგანიზებულ ეროვნულ შეჯიბრებაში გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები