მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრუნვა 95%-ით არის შემცირებული" - ყველის მწარმოებელი კომპანია "მილიანო"

5fc52d8d7def4
ანუკა ჯოხაძე
30.11.20 23:40
1020
ყველის მწარმოებელი კომპანია "მილიანოს" დამფუძნებელი, ანა ვიდერჰოლდი-კუხალაშვილი გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით ბრუნვა 95%-ით არის შემცირებული.

კომპანია არსებული სახსრებით მხოლოდ ხელფასების გადახდას და ნედლეულის შეძენას ახერხებს. მისი თქმით, მსგავს მდგომარეობაში საქართველოში არაერთი მწარმოებელია.

“კომპანიის ბრუნვის ნაწილში თუ ვისაუბრებთ შარშანდელთან შედარებით, წელს 2019 წლის ბრუნვის მხოლოდ 5% გვაქვს, იმდენად შემცირებაზე გვაქვს საუბარი. კომპანია პირად სუბსიდიაზეა უკვე რამდენიმე თვეა, მოგებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ ხელფასების ანაზღაურებას და ნედლეულის შესყიდვას ვახერხებთ. მაღაზიებში შემცირდა გაყიდვები, რაც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, არამხოლოდ პანდემიით. სხვა რეგულაციებიც ამოქმედდა, რამაც რეალურად სუპერმარკეტებში ბევრი მწარმოებლის პროდუქციის შეტანა განაპირობა, რამაც კონკურენცია გაზარდა, რის გამოც ხელი შეგვეშალა გაყიდვებში", - აცხადებს ანა ვიდერჰოლდი-კუხალაშვილი, კომპანია "მილიანოს" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "მილიანო" ბაზარს ნატურალური ყველის სახეობებს სთავაზობს, რომელიც სრულად სოფელ აღაიანში იწარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები