მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩემთვის ოლიმპიურ ჩემპიონებთან ასეთი სუფრა მიუღებელი იყო" - პაატა იმნაძე

6113f370b7cf7
BM.GE
11.08.21 19:52
13015
NCDC-ის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერსა და ოლიმპიელებს შორის 7 აგვისტოს გამართულ სუფრას მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, ესმის რომ პრემიერი ქართველია, თუმცა ამგვარი ფორმატის შეხვედრას მიუღებლად მიიჩნევს. 

„პრემიერიც ქართველია და ამ ქვეყნის პრემიერია, ოლიმპიური ჩემპიონი როცა არის და რაღაცა მართლა იქ…მე მესმის ეს ყველაფერი, თუმცა ჩემთვის ეს მიუღებელი იყო ოლიმპიური ჩემპიონის შეხვედრაზე ასეთი სუფრა, მაქსიმალურად იყვნენ დისტანცირებულები, მაგრამ მაინც ჩემთვის მიუღებელი იყო“,- განაცხადა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები