მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭიათურის მაღაროში რესურსი შემცირებულია, წარმოება სოციალური პროექტია" - "ჯორჯიან მანგანეზი"

64930b7746550
გიგა ბენია
21.06.23 18:42
751
ჭიათურის მაღაროელები მე-16 დღეა პროტესტს მართავენ, ხოლო მე-10 დღეა შიმშილობენ. დღეს, ოთხმა მაღაროელმა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წინ კარვები გაშალა, შიმშილობა დაიწყო.

მაღაროელები ხელფასის 20%-ით გაზრდას ითხოვენ. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელფასის 15%-იანი მატება $10 მლნ-ის წლიურ ხარჯს ნიშნავს, რაც შეჩერებული ექსპორტისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელია. ამავე დროს კომპანია პირველ ეტაპზე დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას ჰპირდება, რასაც პროტესტის მონაწილეები არ თანხმდებიან.

რატომ არ შეუძლია „ჯორჯიან მანგანეზს“ ხელფასების ზრდა და რატომ არის კომპანია კრიზისში? BMG-იმ კითხვით კომპანიის გენერალურ დირექტორს მიმართა. როგორც ლაშა თუთბერიძე აცხადებს, სამთო მოპოვებითი სამუშაოების წარმოება ჭიათურაში სოციალური პროექტია. მისი თქმით, ჭიათურის მაღაროში რესურსი შემცირებულია, წარმოება კი ზარალიანი.

„ჭიათურაში სამთო მოპოვებითი სამუშაოები 1879 წლიდან დაიწყო. თავიდან მადანი, ფაქტობრივად, ზედაპირზე იყო და ისეთი მაღალი ხარისხის მადანი მოდიოდა, რომელსაც გამდიდრებითი ოპერაციები არ სჭირდებოდა. იაფი იყო მოპოვებითი სამუშაოები. დღესდღეობით, მაქსიმალურად შემცირებულია რესურსი. ის რესურსი, რასაც ტექნოლოგიური პროცესებით ვამდიდრებთ და, რომელთა გამოყენება ჩვენს მეტალურგიულ წამროებაში შესაძლებელია, არის დაახლოებით 10 წლის მარაგი. ვცდილობთ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ვაცოცხლოთ და გავაძლიეროთ ჭიათურაში სამრეწველო წარმოება“, - აღნიშნა ლაშა თუთბერიძემ.

როგორც ლაშა თუთბერიძე აცხადებს, მადნის ხარისხი საკმაოდ დაბალია, რასაც შემდეგი ფაქტორები განაპირობებს:

"მადნის ხარისხი ძალიან გაღარიბებულია. ვმუშაობთ ისეთ ველებში, სადაც მაღალხარისხიანი ფენა ერთხელ უკვე გამომუშავდა. ის რომ გამოილია, მეორეჯერ შევედით იქ, დაბალხარისხიანი ფენის გამოსაღებად და ზოგიერთ ადგილას მესამე ფენის გამოღება მიმდინარეობს. შესაბამისად, მაღალი ხარისხი გამოყენებულია და დღეს დაგვრჩა დაბალი ხარისხის მადნები“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, თებერვლიდან "ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის საწარმოები დახურულია. ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები