მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩირინა“ ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს - ინვესტიცია $5 მილიონამდეა

5eedd11937b5a
ნუცა ბაზლიძე
20.06.20 15:50
2007
კომპანია „ჩირინა“, რომელიც რომელიც პროდუქციას „ბიუბიუს“ ბრენდით უშვებს, ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე ქეთევან ვაშაკიძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საწარმო ძეხვეულის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.

როგორც BM.GE-მ ქეთევან ვაშაკიძესთან დააზუსტა, საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში განთავსდება. უშუალოდ სამშენებლო პროცესი 2020 წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო საწარმოს გახსნა 2021 წელს იგეგმება.

„ჩირინას“ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 5 მილიონ დოლარამდეა.

„მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები თანაინვესტირების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ პროექტ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

„გათვალისწინებულია, რომ საწარმოს წარმადობა დღიურად 8-10 ტონა პროდუქციის წარმოება იქნება. გვაქვს ნედლეულის ბაზა, რომლის საშუალებითაც, ვფიქრობთ, შეგვიძლია მაღალი ხარისხის ძეხვეული ვაწარმოოთ, მომხმარებლებსაც მეტი ასორტიმენტი შევთავაზოთ და ნედლეული ახალი პროდუქტების შესაქმნელად გამოვიყენოთ“, - აცხადებს ქეთევან ვაშაკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები