მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭიტაში" სათამაშოები 10-20%-ით გაძვირდა - მიზეზები

63ad8d15391d9
ვიქტორია მღებრიშვილი
30.12.22 09:00
798
მიმდინარე - 2022 წელს სათამაშოების ფასები პროდუქციის სახეობების მიხედვით 10-20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-ს „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერმა თამარ წითელაშვილმა განუცხადა.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტაში“ ამის მიზეზად საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებას ასახელებენ, რაც მათი შეფასებით გასულ წელთან შედარებით მინიმუმ გასამმაგებულია.

„მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე, როგორც სხვა კომპანიების იმპორტირებულ საქონელზე მოხდა ფასის ცვალებადობა (ზრდა) ასევე მოხდა ჩვენი კომპანიაც, ქსელის რენტაბელურობის შენარჩუნების მიზნით იძულებული გახდა, სარეალიზაციო პროდუქცია გაეძვირებინა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესს და ვცდილობთ ფასის ცვალებადობა, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ პროდუქციის სპეციფიკასთან მიმართებაში, მომხმარებელთა მოთხოვნები წინა პერიოდისგან განსხვავებით შეცვლილია, რაც ინოვაციური ტიპის სათამაშოებზე მოთხოვნის ზრდით გამოიხატება.

„მაგალითისათვის რომ ავიღოთ სათამაშო ტრანსფორმერი - მისი ფუნქციები იყო მხოლოდ გარდასახვა ერთი ვიზუალიდან მეორე ვიზუალში, რასაც მომხმარებელი ძირითადად ხელით ანხორციელებდა, ან ჰქონდა შესაბამისი ელექტრო მოწყობილობა, რაც ძალიან მოთხოვნადი იყო. თუმცა დღეს უკვე მოთხოვნა არის უფრო "განვითარებული'' ტიპის მოდელებზე, რომლებიც გარდასახვის შემდეგ პულტით იმართებიან, თამაშობენ სხვადასხვა სპორტს და ა.შ. მსგავსი ტიპის ცვლილებები შეინიშნება მოთხოვნებში ყველა კატეგორიის სათამაშოს მიმართ“, - განმარტავს „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერი თამარ წითელაშვილი“, - განმარტავს თამარ წითელაშვილი.

მისი ინფორმაციით, დღეს ადგილობრივი წარმოების სათამაშოების წილობრივი პროცენტული მაჩვენებელი საერთო ბრუნვასთან მიმართებაში საშუალოდ 1%-ია, ხოლო დანარჩენ წილი იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას უკავია. „აღნიშნული გამოწვეულია, ქვეყანაში, შიდა წარმოების სიმცირისა და შეზღუდული ასორტიმენტის გამო“, - აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

სათამაშოების ქსელი „ჭიტა“ დღეისთვის თბილისსა და რუსთავში 15 ფილიალს მართავს, აქედან 2 ბაგებსა და ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში კომპანიამ მიმდინარე წელს გახსნა. ქსელის გაფართოება-განვითარებისთვის კი 2022 წელს 350 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები