მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭკვიანი თხილი" ახალი პროდუქტის წარმოებას იწყებს

61ea627aab145
მარიამ იზორია
21.01.22 22:00
792
თხილის პასტის მწარმოებელი ქართული ბრენდი “ჭკვიანი თხილი” თავის მოვლის საშუალების პროდუქტის, ტანის სკრაბის წარმოებას იწყებს.

როგორც “ჭკვიანი თხილის” დამფუძნებელი ნინო ანდრიაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ტანის სკრაბის შემადგენლობაში მაღალი ხარისხის იტალიური ყავა, ზღვის მარილი, E ვიტამინი და კომპანიის “ყოჩაღი ნუშია”. მისივე განმარტებით, ბრენდის ახალი პროდუქტი საწყისად ექსპორტზე გავა, ქართველი მომხმარებელი კი “ჭკვიანი თხილის” პასტების შეძენის შემთხვევაში სკრაბს საჩუქრად მიიღებს.

“ეს ჩვენი პირველი თავის მოვლის საშუალების პროდუქტია, რომელიც მაღალი ხარისხის იტალიური ყავისგან, ზღვის მარილისგან, E ვიტამინისა და “ყოჩაღი ნუშისგან” დამზადდება. ახლა დიზაინს საბოლოოდ ვხვეწთ. უკვე გავტესტეთ და ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. საფასო პოლიტიკა ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, თუმცა პროდუქტი საწყისად ექსპორტზე გავა”, - ამბობს “ჭკვიანი თხილის” დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ, რომლის თვიური წარმადობა 4 ტონაა, 2021 წელს პირველი მცირე საწარმო გახსნა. "ჭკვიანი თხილი" 5 დასახელების პასტას აწარმოებს და ექსპორტზე იაპონიასა და ისრაელშიც გააქვს. კომპანია ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ქართული თხილის პასტა დიდ ბრიტანეთშიც გაიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები