მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ზუსტად ვიცოდეთ, რა ფასად ყიდულობს სახელმწიფო ელექტროენერგიას" - ანდრია გვიდიანი

6054db4f3c205
BM.GE
19.03.21 21:09
518
"ესკოს მიერ არსებული სახით იმპორტის ტარიფების გამოქვეყნება რიცხვებით ჟონგლირებას ჰგავს" - ამის შესახებ ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

ელექტროენერგეტიკული ბაზის ოპერატორმა (ესკომ) თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემები კვლავ შეწონილი ტარიფით გამოქვეყნდა და ისევ გაუგებარია ელექტროენერგიის ღირებულების ჩაშლილი მონაცემები. ესკოს მიერ ფასების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სრული და გამჭვირვალე სახით გამოქვეყნება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

"ვფიქრობ, ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით, დღესდღეობით ძალიან ბუნდოვანი ვითარება გვაქვს. არსებული მონაცემები ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს და არანაირად არ ასახავს რეალურ სურათს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, საზოგადოებას, გვაქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ვიცოდეთ, თუ საიდან რა ფასად ხდება ელექტროენერგიის შესყიდვა. როგორც ვიცით, ელექტროენერგიის იმპორტი სამი სხვადასხვა ტარიფით ხორციელდება. კერძოდ, დღის, ღამის და უქმე დღეების მიხედვით. ეს ფასები რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცა, ესკო ამ სამი ტარიფის საფუძველზე საშუალო შეწონილ მონაცემებს აქვეყნებს. შესაბამისად, ესკოს მიერ ამ სახით ტარიფების გამოქვეყნება რიცხვებით ჟონგლირებას ჰგავს და აბსოლუტურად არაფრის მომცემი მონაცემებია", - განაცხადა გვიდიანმა.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები