მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ისრაელიდან აცრილი ტურისტების მიღების პატარა ჰაბი" - ექსპერტი

6075e4a9df7f9
მარიამ ადამია
14.04.21 00:29
927
„პანდემიასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი არსებობს და „ლოქდაუნი“ არის ბოლო გამოსავალი. ყველაზე მკაცრი, რაც შეიძლება რომ ხელისუფლებამ მიიღოს", - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, ტურიზმის ექსპერტმა, სიკო გეგიაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი მთავარი შეცდომა არის პანდემიისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის არასწორი მართვა.

„რატომ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, როცა არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ იდგმება? ეს გაუგებარია. „ლოქდაუნის“ გამოცხადება კი ყველაზე მარტივი გამოსავალია. ანუ მართალია რთულია მართო პანდემია სწორად, ისე რომ არ დაზიანდეს ეკონომიკა და ქვეყანა, თუმცა სახელმწიფოს დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის, რომ ეძებოს გამოსავლის გზები“ - აღნიშნა გეგიაძემ.

ექსპერტის თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი, რაც დღეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არის კამპანიის გააქტიურება პირბადისა და ვაქცინაციის დანიშნულების/საჭიროების შესახებ.

„დილა უნდა იწყებოდეს ამ მესიჯებით, გზავნილებით, რის შედეგადაც უნდა მოიმატოს პირბადის გამოყენების მაჩვენებლებმა და აცრილი ადამიანების რაოდენობამ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ლოქდაუნი ავიცილოთ თავიდან და შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება საქართველოში. როცა ჩვენ ასეთ დონეს მივაღწევთ, ტურიზმის აღმავლობა შეიძლება დაიწყოს. ჩვენ შეგვიძლია დღეს გავხდეთ ისრაელიდან აცრილი ტურისტების მიღების პატარა ჰაბი. გუშინ მე და ჩემმა მეგობრებმა სპეციალურად გავიარეთ ქალაქში და გამოჩნდნენ ტურისტები, ძალიან კარგია ეს", - განაცხადა გეგიაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები